ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტები მიეწოდა

03 აგვისტო 2025, 10:08 118 ნახვა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს ჰუმანიტარული დახმარების 90 პაკეტი საჰაერო გზით მიაწოდეს იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, გერმანიამ და საფრანგეთმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი „პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივების შესაბამისად“ გადაწყდა.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის არმია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი