ვიდრე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება „ჰამასი" განიარაღებას არ აპირებს

03 აგვისტო 2025, 10:05 132 ნახვა

დაჯგუფება „ჰამასი“ განიარაღების თაობაზე საერთაშორისო მოწოდებას უარყოფს, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ იარაღს იქამდე არ დაყრიან, ვიდრე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მათი ეროვნული უფლებები სრულად აღდგება.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ომი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდეს თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და მძევლებს გაათავისუფლებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი