სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა

03 აგვისტო 2025, 10:09 126 ნახვა

სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა ძალებმა სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში განახორციელეს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. სოჭის მერმა კი აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევებმა შენობები დააზიანა.

ხანძრის გამო სოჭის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები სრულად მოიხსნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი