თელ-ავივში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობა 60 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
აქცია მას შემდეგ დააორგანიზდა, რაც „ჰამასმა“ ორი მძევლის ვიდეო გამოაქვეყნა, ერთ-ერთზე კაცი ორმოს თხრის და შიშობს, რომ ის მისი საფლავი გახდება.
მძევლების ოჯახის წევრებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ უიტკოფი შეხვდა. მან მძევლების ახლობლებს პირობა მისცა, რომ პირადად და ტრამპთან ერთად მიაღწევს ისრაელელების გათავისუფლებას.