დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტთა საცხოვრებელ სასტუმროებთან საპროტესტო აქციებსა და კონტრაქციებზე 15 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში, ნიუკასლსა და მანჩესტერში. სამართალდამცავი უწყების ცნობით, მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა.
ლონდონში დაკავებულია 9 პირი, მათგან 7 საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ნიუკასლში დააკავეს 4 ადამიანი, მანჩესტერში კი 2 პირი.