სიდნეიში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

03 აგვისტო 2025, 13:01 116 ნახვა

პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა სიდნეიში, რომელშიც სააგენტო „როიტერის“ ცნობით ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

სიდნეის ჰარბორის ხიდზე მსვლელობა ომისგან განადგურებულ ღაზას სექტორში მშვიდობისა და დახმარების მიწოდებით გაიმართა. მომიტინგეები აცხადებნენ, რომ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით კი, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას 1373 პალესტინელი დაიღუპა.

გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. თავის მხრივ ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვები არ არსებობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი