კამჩატკაზე მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 562 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა

03 აგვისტო 2025, 20:02 311 ნახვა

რუსეთში, კამჩატკაზე ვულკანი კრაშენინიკოვი 562 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. ფერფლის სვეტი 6 კილომეტრს აღწევს.

ექსპერტების განცხადებით, ვულკანური აქტივობა შესაძლოა რეგიონში მომხდარ მიწისვძრებთან იყოს დაკავშირებული. კამჩატკაზე დღეს კიდევ ერთი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოსალოდნელია ცუნამიც.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დასახლებულ პუნქტებს სტიქიის გამო საფრთხე არ ემუქრება.

კრაშენინიკოვის ვულკანი ბოლოს 1463 წელს ამოიფრქვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი