ესტონეთში რუსეთის საზღვართან ახალი ბარიერები დაამონტაჟეს. ესტონური მედიის ცნობით, ნარვაში „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ქვეყანას ივანგოროდთან აკავშირებს, მასიური მეტალის ჭიშკარი დამონტაჟდა.
მედიის ინფორმაციით, ეს უსაფრთხოების სისტემის პირველი ელემენტია, რომელიც რუსეთიდან ესტონეთში არასანქცირებული შეღწევის პრევენციას მოემსახურება.
ჭიშკარი ხიდის იმ ნაწილზეა დადგმული, რომელზეც ავტომობილები გადაადგილდებიან. ანალოგიური ბარიერების დამონტაჟებაა დაგეგმილი ხიდის საფეხმავლო ნაწილზეც.
აპრილში ესტონური მედია წერდა, რომ 2025 წლის შემოდგომაზე ესტონეთი შეუდგება რუსეთთან მთელი სასაზღვრო ზოლის გამაგრებას.