ტაივანში სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

04 აგვისტო 2025, 09:03 112 ნახვა

ტაივანში სამხრეთში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა სოფლები  და მთიან რაიონებში ჩაიკეტა მისასვლელი გზები.  ბოლო კვირის განმავლობაში სამხრეთ ტაივანის ზოგიერთ ნაწილში ნალექის წლიური ნორმა მოვიდა, რამაც მასშტაბური მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაიღუპა ოთხი და  საშიში რაიონებიდან ევაკუირებულია 5 ათას 900-ზე მეტი ადამიანი. 

მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, კუნძულის მთიან სამხრეთში ბოლო კვირაში 2.6 მეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ტაივანში საშუალო წლიურ მაჩვენებელს,  2.1 მეტრით აღემატება.

ორშაბათიდან ნალექების შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა სამხრეთ მთიან რეგიონებში მეწყერისა და წყალდიდობის შესახებ გაფრთხილებები ძალაში მაინც რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი