აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ინდოეთთან ძალიან მცირე საქმიანი ურთიერთობა აქვს და რუსეთი და აშშ თითქმის არანაირ საქმიან ურთიერთობას არ აწარმოებენ ერთად.
„არ მაინტერესებს, რას იზამს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, ჩემთვის სულ ერთია“ - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის მრჩეველმა სტივენ მილერმა ინდოეთი მოსკოვისგან ნავთობის შეძენით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა.