ტრამპი რუსეთში თავის წარმომადგენელს აგზავნის

04 აგვისტო 2025, 10:01 103 ნახვა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ამ კვირაში რუსეთში გაემგზავრება - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. პრეზიდენტი გამგზავრების სავარაუდო თარიღებად  6  ან  7 აგვისტოს ასახელებს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს რუსეთს, რომ სანქციებს დაუწესებს, თუ  8 აგვისტომდე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება.

„სანქციები იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ კარგად ახერხებენ სანქციების თავიდან აცილებას. ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება“  - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის ლიდერმა, რომელიც თეთღ სახლში უკრაინა-რუსეთის  ომის სწრაფად დასრულების პირობით დაბრუნდა, ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვის მიმართ ადრინდელი შემრიგებლური მიდგომა შეცვალა და უკრაინის შეიარაღებისადმი მზაობა გამოხატა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი