რუსეთის ქალაქებზე უკრაინული დრონებით თავდასხმები განხორციელდა

04 აგვისტო 2025, 09:44 129 ნახვა

უკრაინული დრონით თავდასხმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზი და ხანძარი გამოიწვია რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ფროლოვოს არჩედას რკინიგზის სადგურის შენობაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა დანაყოფებმა ღამით სულ 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის ექვსი ვოლგოგრადის ოლქის თავზე.

საოლქო ადმინისტრაციის განცხადებით,  თავდასხმის სამიზნე  ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ქალაქ სოჭის ადლერის რაიონში ნავთობბაზაზე. 

ნავთობის ორ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ნავთობბაზის ფონზე ვიდეოს გადაღებისთვის დააკავეს სამი ახალგაზრდა. 19 და 21 წლის გოგონები, ასევე ყმაწვილი, რომელიც ვიდეოში ჩანს,  სოჭში ჩასული ტურისტები არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი