კრემლი ტრამპის განცხადებას ეხმაურება

04 აგვისტო 2025, 13:58 134 ნახვა

კრემლი ვაშინგტონს ბირთვულ რიტორიკასთან დაკავშირებით სიფრთხილეს ურჩევს. პესკოვი  აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ ტრამპის განკარგულებას გამოეხმაურა.

„ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს, ეს, მთავარი პოსტულატია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ“, - თქვა პესკოვმა და აღნიშნა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი გრძელდება.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან პოტენციური ბირთვული ომისთვის. 

1-ელ აგვისტოს აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ბრძანება გასცა ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის „შესაბამის ადგილებში“ გადაადგილების შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის, ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებების საპასუხოდ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი