ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები მის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, დაპატიმრების ორდერი გასცა და თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა არ შეასრულა მისთვის დაწესებული სასამართლო შემაკავებელი ორდერები.
ბოლსონაროს ადანაშაულებენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მოკავშირეებთან შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა 2022 წლის არჩევნებში მემარცხენე პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან მისი დამარცხების გაუქმებას.
ბოლსონაროს მხარდამჭერები ქვეყნის ხელისუფლებას საყოველთაო ბოიკოტითა და გაფიცვით ემუქრებიან.
მოსამართლემ ასევე აუკრძალა ბოლსონაროს შეხვედრები, ადვოკატებისა და სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირების გარდა, და მობილური ტელეფონის გამოყენება.