ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში სავარაუდოდ კიდევ ბევრი ქვეყანა გამოაცხადებს, ახალი მექანიზმის გამოყენებით უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად თანხებს გამოყოფის შესახებ მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების სისტემების შესაძენად 500 მილიონი ევრო გამოყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები დააფინანსებენ, თუმცა ამის განხორციელების გზები არ დაუკონკრეტებია.