იაპონიაში რეკორდული სიცხეა

05 აგვისტო 2025, 14:08 137 ნახვა

იაპონიაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა - ცელსიუსით 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ქვეყნის ხელისუფლებამ  მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან ძლიერ სიცხეებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ შეშფოთება იზრდება.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, გუნმას პრეფექტურის  ქალაქ ისესაკიში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 41.2 გრადუს  გადააჭარბა.

ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ძლიერი  სიცხის გამო 53 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

იაპონიაში ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზედიზედ მესამე წელია რეკორდულად მატულობს, ხოლო იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონში ნალექების კრიტიკულად დაბალი დონე ბრინჯის მოსავალთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი