ჰამასი ისრაელელი მძევლის ვიდეოს აქვეყნებს

05 აგვისტო 2025, 12:09 347 ნახვა

ჰამასის სამხედრო დაჯგუფებამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია ისრაელელი  მძევალი ევიატარ დავითი. იგი მკვეთრად დასუსტებულია.  ყოფილი მძევალი ტალ შოჰამი ვიდეომიმართვის ავრცელებს და  ჰამასზე ზეწოლას მოითხოვს, რათა მძევლებს საკვები მისცენ.

გავრცელებული ვიდეომასალა მძევლების ოჯახების შეშფოთებას იწვევს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ჰამასის სისასტიკეს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.

ღაზაში ისრაელელი მძევლების ბედი გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის მთავარი საკითხი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი.

შეხვედრა 5 აგვისტოს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი