ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა,მათ შორის ორი ბავშვი, უკრაინის ქალაქ ლოზოვაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად. სარაკეტო დარტყმამ დააზიანა რკინიგზის სადგური და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურა.
„დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. ლოზოვამ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განიცადა“, - წერს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ზელენსკი ტელეგრამზე.
თავდასხმის შედეგად რეგიონის ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ლოზოვაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 25-ზე მეტი დრონით დაბომბა, დააზიანა საწყობი და სადგური.
უკრაინის საჰაერო ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთის მიერ მთელი ღამის განმავლობაში გაშვებული 46 დრონიდან 29 ჩამოაგდეს.