ტრამპის წარმომადგენელმა კრემლი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დაითანხმოს

06 აგვისტო 2025, 14:19 141 ნახვა

კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო. სტივ უიტკოფი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მას აეროპორტში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

უიტკოფი პუტინს ტრამპის ულტიმატუმის ამოწურვამდე 2 დღით ადრე ხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შედეგს ელოდება პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთთან მიმართებაში  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. პარალელურად კრემლი აგრძელებს უკრაინაზე  თავდასხმებს.

რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში 567 თავდასხმა განახორციელეს რეგიონში არსებულ 16 დასახლებულ პუნქტზე.  

დარტყმების შედეგად ცხრა შენობა დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი