დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებისგან სამმხრივ შეხვედრაზე შესაძლო თანხმობაზე საუბრობს

07 აგვისტო 2025, 10:34 112 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დათანხმების პერსპექტივა არსებობს. დონალდ ტრამპის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, სად შეხვდებიან მხარეები ერთმანეთს, თუმცა მათი პირისპირ დასხდომის შანსი არსებობს.

ჟურნალისტმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ტრამპს ჰკითხა, რამდენად ახლოს არის შეთანხმების მიღწევასთან, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არ იცის და არ სურს თქმა, რადგან ადრე იმედგაცრუებული დარჩა.

ცნობისთვის, „ნიუ იორკ თაიმსმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინსა და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი