კრასნოდარში დრონებით შეტევა იყო

07 აგვისტო 2025, 09:19 111 ნახვა

რუსეთში კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალები „კიევის რეჟიმის“ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ.

ტელეგრამ არხი ასტრა ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ყუბანის სლავიანსკის სამხედრო ნაწილში ხანძრები გაჩნდა.

აღნიშნულს ადასტულებს კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი