ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება

07 აგვისტო 2025, 14:34 106 ნახვა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები უახლოეს დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ადასტურებს. მისი თქმით, შეთანხმებას ამერიკული მხარის წინადადებით მიაღწიეს. უშაკოვის ინფორმაციით, ამჟამად შეხვედრის ადგილი უკვე შეთანხმებულია და მოგვიანებით გამოცხადდება.

ასევე მიმდინარეობს „შეხვედრის პარამეტრების კონკრეტული დამუშავება“.

უშკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის იდეა წამოჭრა, თუმცა მოსკოვმა ეს საკითხი კომენტარის გარეშე დატოვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი