ტრამპი და პუტინი შესაძლოა ერთმანეთს გაერთიანებულ საამიროებში შეხვდნენ

07 აგვისტო 2025, 20:05 112 ნახვა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი, შესაძლოა არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს.

პუტინის თქმით, მას და ტრამპს  ბევრი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ასეთი ღონისძიების ორგანიზებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც მისი თქმით, ამ შეხვედრისთვის პირობების შექმნა ჯერ შორეული პერსპექტივაა.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი