ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, შიმშილით გამოწვეული გარდაცვალების საერთო რაოდენობა 197-მდე გაიზარდა, მათ შორის 96 ბავშვია.
არაბული მედიის თანახმად, გაერო-მ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა 100-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის სიცოცხლეს „გარდაუვალ საფრთხეში“ აყენებს, რადგან საწვავის ნაკლებობა საავადმყოფოებში „სიცოცხლის გადარჩენის“ ოპერაციებს აფერხებს.