დონალდ ტრამპის განცხადება

08 აგვისტო 2025, 11:04 118 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ხვალამდე აქვს დრო,  დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: არა. „ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, - განაცხადა ტრამპმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი