საფრანგეთში ტყის მასშტაბური ხანძარი ლოკალიზებულია

08 აგვისტო 2025, 09:45 83 ნახვა

საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძარი, რომელმაც 16 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, თითქმის მთლიანად ლოკალიზებულია. როიტერსის ინფორმაციით, მეხანძრეები მომდევნო დღეებშიც დარჩებიან ტერიტორიაზე, რათა ხანძრის ხელახლა გაჩენის ალბათობა თავიდან აიცილონ. ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯერჯერობით საკუთარ სახლებში დაბრუნება ეკრძალება.

საფრანგეთში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

სტიქიურ უბედურებას ერთი ქალი ემსხვერპლა. დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 16 მეხანძრე.

ხანძარმა გაანადგურა 36 სახლი,  2 000 მცხოვრებისა და დამსვენებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი