ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და სახმელეთო შეტევის დაწყებას.
ინფორმაცია ნეთანიაჰუმ Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ ისრაელს სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ, თუმცა არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.