-საქართველოში უკრაინის საელჩო, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალზე" არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს ავრცელებს, მათი ინფორმაციით საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე - უწყების ინფორმაციით, წინა თვის განმავლობაში „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება მოახერხეს და ახლა მუშაობენ, რომ „დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს”.