თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა.
ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული პირების გათავისუფლება, კიდევ ერთხელ, მოითხოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ომის ესკალაციის გეგმას ეწინააღმდეგებიან და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.
ღაზაში ამ დროისთვის 50 მძევალი რჩება, ისრაელის მთავრობაში სჯერათ, რომ 20 მათგანი ცოცხალია.