ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი პოლიტიკური შეთქმულებაა

10 აგვისტო 2025, 11:41 132 ნახვა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი “ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა”, ეს პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა  განაცხადა.

ველაიათის თქმით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ აშენდება, “დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა, და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ეკუთვნის”.

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის აზრით, დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს”.“შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს,” - განაცხადა ველაიათიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი