თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე, ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე მიწვევის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ეს საკითხი განხილვის პროცესშია“, – აცხადებს ანონიმური წყარო გამოცემასთან.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.