რუსეთის ქალაქ სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი დრონებით თავდასხმაა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სარატოვზე დრონების მასიური თავდასხმა განხორციელდა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისმის დრონების მოქმედების ხმები და ასევე ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, სავარაუდოდ, ქვეყნის 15 რეგიონში 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.