ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ „როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ აცხადებს: ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინის საკუთრებაა“.
„შეთანხმება არ უნდა იქცეს რუსეთის მხრიდან უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის პლაცდარმად“, - დასძინა მან. კალასმა ასევე განაცხადა, რომ მინისტრები ღაზაში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.