NBC News: თეთრი სახლი განიხილავს ზელენსკის მიწვევას ალასკაში დანიშნულ შეხვედრაზე

11 აგვისტო 2025, 10:44 116 ნახვა

თეთრი სახლი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას ალასკაზე, სადაც დონალდ ტრამპი  ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. ვიზიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით გაურკვეველია ჩავა თუ არა ზელენსკი ალასკაში.

ეს "აბსოლუტურად" შესაძლებელია - უთხრა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასაშუალებას და დასძინა: "ყველა ძალიან იმედიანადაა, რომ ეს მოხდება".

კითხვას, გაუგზავნა თუ არა აშშ-მა ზელენსკის ოფიციალური მიწვევა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა უპასუხა - "პრეზიდენტი კვლავ ღიაა სამმხრივი სამიტისთვის, ორივე ლიდერთან. ამ ეტაპზე თეთრი სახლი კონცენტრირებულია ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზე, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ითხოვა".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი