რუსეთის სამრეწველო ზონებზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება

11 აგვისტო 2025, 09:45 98 ნახვა

11 აგვისტოს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ორ რაიონში. მათ შორის ქალაქ არზამასში, სადაც ათზე მეტი მსხვილი საწარმო მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, არზამასში სამიზნე იყო ქარხანა, რომელიც საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსურ დანადგარებს აწარმოებს.

მეორე სამრეწველო ზონა, ქალაქი ძერჟინსკია, სადაც სამხედრო დანიშნულების რამდენიმე საწარმო მდებარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი