ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.