პოლიციას ახლა უფლება აქვს, გააკეთოს ის, რაც უნდა - დონალდ ტრამპი

12 აგვისტო 2025, 10:58 190 ნახვა

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა ასევე სამართალდამცავების უფლებებზე და პოლიციელების მიმართ ძალადობაზე ისაუბრა.  

პრეზიდენტმა  ვაშინგტონში „საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. 

„ისინი სახლიდან ერთი სანტიმეტრის მოშორებით დგანან და უყვირიან, შემდეგ სახეში შეფურთხებას იწყებენ. მე ვუთხარი პოლიციას, „თუ თქვენ შეგაფურთხებენ, დაარტყით, მაგრად დაარტყით. ეს ამაზრზენია. სამ წელზე მეტია ამას ვუყურებ. დღეიდან პოლიციას ნებართვა აქვს, გააკეთონ ის, რაც სურს'' - განაცხადა ტრამპმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი