შეტაკებები სერბეთში 

14 აგვისტო 2025, 09:58 96 ნახვა

ბელგრადში, ნოვი-სადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში შეტაკებები მოხდა ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებსა და პრეზიდენტ ვუჩიჩის მომხრეებს და პოლიციას შორის. ხელისუფლების მონაცემებით, ყველა მხრიდან დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

დაპირისპირება 13 აგვისტოს საღამოდან დაიწყო და შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა. ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და პრეზიდენტ ვუჩიჩის „პროგრესული პარტიის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ბელგრადში, ნოვი-სადსა და სხვა ქალაქებში პარტიის ოფისებთან იყვნენ შეკრებილი.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პიროტექნიკა, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.

პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და არეულობების არაერთი მონაწილე დააკავა. დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში