გერმანია ნატო-ს ინიციატივისთვის 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

14 აგვისტო 2025, 10:19 89 ნახვა

გერმანია 500 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისა და ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მასშტაბური მოლაპარაკებების დროს გააკეთა.

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის კუთხით. 

ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი - „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“  წამოიწყეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში