დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ქალაქ ანკორიჯში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება - თეთრი სახლი

15 აგვისტო 2025, 10:01 140 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.

„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები ჯერ პირისპირ გაესაუბრებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. 

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში