აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15 აგვისტო 2025, 10:19 124 ნახვა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ალასკის ქალაქ ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ უკრაინის დროშები და სხვადასხვა მხარდამჭერი ბანერები.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ალასკა უკრაინის გვერდით დგას!“ ამასთან, ალასკაზე დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როგორც საწინააღმდეგო, ასევე მისი მხარდამჭერი აქციები.

როგორც მედია წერს, ორივე აქცია ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში