პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით - ტრამპი

16 აგვისტო 2025, 09:31 139 ნახვა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებით, რამაც ეს პროცესი გაართულა, მაგრამ მას ესმოდა, რომ ხედავს რაღაცებს მის კარიერაში. მან იცოდა, რომ ეს სიყალბე იყო. რაც იყო, ეს კრიმინალური იყო და შეთანხმება გაართულა. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება.

 

ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ეს, ისევე, როგორც მე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში