დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან.
პრეზიდენტებს სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
მისი განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხო ადგილია მანამ, სანამ არსებობს აშშ-რუსეთის მაღალი დონის დიალოგი. მისივე განცხადებით, უნგრელები, ამ პოზიციას სამ წელიწად-ნახევარია წარმოადგენენ ბრიუსელისა და ომის მომხრე ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.