რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე, მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან შეხვედრას 10 ქულით შეაფასებდა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ან სხვა „მკაცრი შედეგების“ დაწესებისგან თავს შეიკავებს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინთან მისმა შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
პრეზიდენტის განცხადებითვე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებული.
ამბობს, რომ შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა.