დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო - ვიქტორ ორბანი

16 აგვისტო 2025, 15:03 54 ნახვა

ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანის თქმით, წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ანგრევდა ორი უდიდესი ბირთვული ძალა თავიანთი თანამშრომლობის ჩარჩოებს და ახლა ეს დასრულდა.

„წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ანგრევდა ორი უდიდესი ბირთვული ძალა თავიანთი თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო. დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს!“ – წერს ორბანი.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ გაიმართა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში