ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

17 აგვისტო 2025, 14:51 153 ნახვა

ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას და არ ასახელებს კონკრეტულ დროს, როდის შეწყდება თავდასხმები, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.

მისი თქმით, ომის დასრულების საკვანძო ელემენტი მკვლელობების შეჩერებაა.

ზელენსკი მადლობას უხდის ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე დიალოგი.

ამ კონტექსტში მან ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, რომელმაც ვაშინგტონში მიიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში