ვაშინგტონში ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას, სავარაუდოდ, ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან.
უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით აუდიენციას შეუერთდებიან: ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.
გარდა ამისა, ვიზიტი დაადასტურეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა.
ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა.