აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

17 აგვისტო 2025, 19:36 91 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდნენ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ- ამის შესახებ მან NBS News-ის ეთერში თქვა.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ „თითოეულმა მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს“.

ამავე დროს, სახელმწიფო მდივანი ირწმუნება, რომ აშშ მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე, ამიტომ რუსეთმა კიევის ეს მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს.

პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ საკუთარ თავს უკრაინის კონფლიქტის მონაწილედ არ მიიჩნევს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში