ვაშინგტონი ყურადღების ეპიცენტრში - ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვაშინგტონში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე არ მიიღწევა მყარი და გარანტირებული მშვიდობა" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მისაღებად უკვე ამზადებენ. ცნობილია იმ პირველი პირების ვინაობა, ვინც უკრაინის პრეზიდენტს ტრამპთან შეხვედრაზე გაჰყვება.
ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში იქნებიან იტალიის, გერმანიის და ფინეთის პირველი პირები. შტატებში ჩავა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
მოლაპარაკების მაგიდაზე ის სამშვიდობო გეგმა იდება, რომელიც დონალდ ტრამპს პუტინმა ალასკის სამიტზე წარუდგინა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან აქვს გარკვეული მოთხოვნა - ეს არის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შეცვლა სწრაფი მოლაპარაკებების პრინციპით და სანამ უპირობო შეთანხმება მიიღწევა რუსეთსა და უკრაინას შორის, ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ხაზზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც 3 წელია რუსი და უკრაინელი სამხედროები იბრძვიან.