რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია მიღწეული, თვალყური ადევნეთ სიახლეებს - ტრამპი

17 აგვისტო 2025, 20:25 109 ნახვა

რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია მიღწეული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ სიახლეებს“, – წერს ტრამპი.

ცოტა ხნით ადრე ტრამპმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც მედიას „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის აკრიტიკებს.

„თუ მე რუსეთს დავაძალებდი მოსკოვის დათმობას შეთანხმების ფარგლებში, ყალბი ამბები და მათი პარტნიორები, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები, იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა და ძალიან ცუდი შეთანხმება დავუშვი“, - დაწერა ტრამპმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ალასკაში "ბაიდენის სულელურ ომზე, ომზე, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო!!!“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში